საქართველოს ბუნების დაცვის და პრობლემატიკის საკითხები

თბილისის ეკოლოგიური რეზიუმე მოცემული საერთაშორისო  ორგანიზაციების მიერ        დოკუმენტი

2.7. თბილისის გარემოსდაცვითი მმართველობა
3. გარემოსდაცვითი საკითხების სექტორული ანალიზი
3.1. ჰაერის დაბინძურება
3.2. წყალმომარაგება და წყალარინება
3.3. ნარჩენების მართვა
3.4. მწვანე საფარი
3.5. ხმაური
3.6. რადიაციული უსაფრთხოება
3.7. სტიქიური მოვლენები
3.8. კლიმატის ცვლილება

                                                                                                               

თბილისის ეკოლოგიური პრობლემები

მანქანების საწვავის გამონაბოლქვი, ნიავის დაბერვისას წარმოქმნილი მტვრის კორიანტელი, ფერადი “პარკებით” “მორთული” ხეები, მოუწესრიგებელი სადარბაზოების ბუნკერებკი და ა.შ. – ყველაფერი ეს ჩვენი დედაქალაქის პრობლემაა. საკმარისია დედაქალაქს მაღლობიდან გადმოხედო, რომ ნისლად ქცეული მტვერი და კვამლი უმალ თვალში მოგხვდება.
“მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, “თბილისში გარემოს ყველაზე მეტად საწვავის გამონაბოლქვი აბინძურებს. უკანონო მშენებლობების შედეგად გაჩეხილი ტყეები ჩვენს მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას ურთულებს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პარლამენტში ყველა ის კანონი იქნა დამახინჯებული, რომელიც ჩვენს მიერ შევარდნაძის პერიოდში იყო მიღებული და გარემოს დაცვას ითვალისწინებდა. ასევე გაუქმდა კანონი, რომელიც მდინარე მტკვარში დაბინძურებული ნახმარი წყლების გაუფილტრავად ჩაშვებას კრძალავდა. მაშინ როცა ბენდუქიძემ საქართველოს ტყეების გასხვისება დაიწყო, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და მეტნაკლებად შევაჩერეთ, მაგრამ ამ დროს თბილისის ტყეების გაყიდვის შესახებ კანონი გააპარეს პარლამენტში. დღეს თბილისში უამრავი უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს მწვანე ზოლზე, სადაც კანონით არ შეიძლება მშენებლობები. საწვავი, რომელიც ტყვიას შეიცავს, უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ ამ სფეროში კორუფცია ისევ არსებობს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. ჩვენ შექმნილი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ყველა დარღვევებს იურიდიულად განიხილავს. ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი და მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ გვიკავშირდება. მერიაში გარემოს დაცვის სამსახური შევარდნაძის შემდეგ გაუქმდა. დღეს კი მერია ისევ ქმნის ამ სამსახურს, რადგან თბილისის მერის არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა სააკაშვილმა, ახლა ყველაფერს აკეთებენ.
დედაქალაქის მწვანე ზოლში ბევრი მშენებლობაა დაგეგმილი. კატეგორიულად ვითხოვ საკრებულოში შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ ჩვენი სპეციალისტებიც, რომლებიც შეადარებენ დღევანდელ არსებულ რეალურ მდგომარეობას და იმ აკრძალულ ზონებს, სადაც ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს. ასეთი სახის დარღევები უკვე დაფიქსირებულია წყნეთის გზაზე და ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად, 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მშენებლობის უფლება გაცემულია ვინმე თამარ ტიფანზე”.
მწვანეთა პარტია განაგრძობს მუშაობას აღნიშნულ დარღვევებზე. როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ მსგავსი უსამართლობა აღიკვეთოს.
დღეს თბილისი მთლიანად საწვავის გამონაბოლქვის და მტვრის კორიანტელშია გახვეული, სახელმწიფო კი იმ ტყეებს ყიდის, რომელიც დედაქალაქის ფილტვებია.
დედაქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე “გაერთიანებული პროფკავშირების” თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც საუბრობს: “ჩემთვის ცნობილია ის სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს საწვავი, რომელიც ჩვენს ავტომობილებში ისხმება და რა სტანდარტებზეა ევროპული ქვეყნები ჩვენგან განსხვავებით. ევროპულ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, აგერ უკვე რუსეთში ევრო სამიდან ევრო ოთხზე გადავიდნენ. უკვე ევრო ერთი, ორი, სამი და ა.შ. არსებობს. ევრო ერთის საწვავი ყველაზე დაბალი კლასიფიკაციის საწვავია, რომელიც მეტანებით გაჯერებულია და ეს მეტანები ჰაერში ვრცელდება. ამის შედეგი კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიმსივნური დაავადებები მომრავლდა და მისი ზღვარი საკმაოდ გაახალგაზრდავებულია. როდესაც რუსეთი კრძალავს ევრო ერთს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად აქცევს ყურადღებას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობას, გასაგებია, თუ რამხელა პრობლემაა მისი მოხმარება და ეს ქვეყანა ევრო ოთხზე რატომ გადავიდა. ჩვენ კი ჯერ ისევ ევრო ერთის მომხმარებლები ვართ. თუ რა დიდი განსხვავებაა ევრო ერთსა და ევრო ხუთს შორის, ამას ამ სფეროს სპეციალისტებიც რომ არ ვიყოთ, ისედაც ნათელია. დიდი განსხვავება ფასში მაინცდამაინც არა არის. საწვავის ფასი საქართველოში ძვირია. ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდე და არ უნდა ქმნიდე ხელოვნურად ამ პრობლემას. ქუჩებში შექმნილი საცობის შედეგად ევრო ერთის გამონაბოლქვი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ონკოლოგია სახელმწიფოს მხრიდან არ არის დაფინანსებული. ვის აქვს საშუალება, რომ მიმართოს ექიმს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ეს უკვე ნათელია. სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობა კიდევ უფრო აორმაგებს ამ დანაშაულებრივ ქმედებას ჩვენი ხელისუფლებისა. სულ რაღაც 20 თეთრია სხვაობა ევრო ერთსა და ევრო სამს შორის. ვისაც საშუალება აქვს, ის იყიდის, სამაგიეროდ, არ დაზარალდება მოქალაქეების ჯანმრთელობა. ეს სფერო და ეს ბიზნესი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელშია მონოპოლიზებული. ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდ პრობლემას იგივე გენმოდიფიცირებული პროდუქციაც წარმოადგენს”.
თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რომაა, ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ ეკოლოგიისა და გამწვანების ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენისას გააკეთა.

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო : ქალაქის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხებს  ერთ ერთ ყველაზე უყურადღებოდ  მიიჩნევევენ.

მათი აზრით, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. უფრო მეტიც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ასევე ნელ ნელა ეცლება ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროსაც. რისი შედეგადაც ის საგრძნობლად სუსტდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურა.

ამავდროულად, როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტური თუ ბიო მრავალფეროვნება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს.

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ორგანიზაბული 4 ნოემბრის ბათუმის საჯარო დისკუსია შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმში, ქალაქში სადაც ტურიზმის განვითრების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე სამშენებლო პროექტების შედეგად გატავირთული ზღვის სანაპირო ზოლი თუ შავი ზღვის წყლის სისუფთავე წარმოადგენენ ექსპერტების აზრით ეკოლოგიური პრობლემების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც ჩვენ ახლო მომამვალში აუცილებლად მოუწევს.

გარემოს დაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაზე ძირითად მომხსენებლებლად მოწვეულნი იყვნენ ბატონები საშა ხორავა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი), ნუგზარ ღომიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი), აჩიკო გუჩმანიძე (ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“-ს თავმჯდომარე) და კახა ბახტაძე (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პორგარმების მენეჯერი).
საჯარო დისკუსიას ასავე ესწრებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის დეპარტამენტის, რეგიონში ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.

შაჯარო დისკუსიის ერთ ერთ მთავარ თემას ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ბათუმის ზღვისპირა ზოლის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენდა. ბუნებრივია, ბათუმის ზღვის სანაპირო – საპორტო აკვატორიით, ძველი და ახალი ბულვარით – დატვირთული სასტუმროებით და პარკებით, წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ განსაკუთრებულ და უმნიშვნელოვანეს ნაწილს.   დღეისათვის, სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა კერძო ინვესტორების მხრიდან ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით ერთის მხრივ ხელი ეწყობა ბათუმში ტურისტების ნაკადის ზრდას, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ზღვის სანაპირო ზონის მიმდებარე ტერიტორიების მაქსიმალურად ათვისება (სასტუმროები და სხვადასხვა სახის გასართობი პარკები) საგრძნობლად ამძიმებს ბათუმის ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

სწორედ სანაპიორ ზოლის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა საშა ხორავამ. თავის მოხსენებაში მან ხაზი გაუსვა ზღვის სანაპირო ზონაში კაპიტალური ნაგებობების მაისური მშენებლობების დაუშვებლობას და ყურადღება გაამახვილა ბათუმის ზღვისპირა სანაპირო ზოლის მდგრადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელობაზე. მისი აზრით: ,,…სხვადასხვა სახის გასართობი და სავაჭრო ობიექტები უნდა მდებარეობდნენ ზღვის სანაპირო ზონის მიღმა, პლაჟზე შეიძლება მხოლოდ სეზონური ასაწყობ – დასაშლელი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების შექმნა. დღეს არამარტო ბათუმის ბულვარის გასწვრივ, არამედ სარფიდან ანაკლიამდე, ზღვის სანაპირო ზონაში, პლაჟზე გაჩნდა კაპიტალური ნაგებობები, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძლიერი ღელვისას მსგავსი ნაგებობები ინგრევა და იქმნება ეკოლოგიურად დაბინძურებული პლაჟი“.

ბათუმის შავი ზღვის წყლიანი გარემოს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით გაჭუჭყინების შემაშფოთებელ რეალობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სრულმა პროფესორმა, ფზიკის დეპარტამენტის ხლემძღვანელმა ნუგზარ ღომიძემ. Mმისი აზრით შავი ზღვის წყლის დაბინძურებამ უკვე  კატასტროფული მასშტაბები მიიღო. რაც ახლო მომავალში ეკოლოგიუირ წონასწორობის დარღვევას გამოიწვევს და რაც შემაშფოთებელია ბათუმის შავი ზღვის ბიოსფეროს მომავლისათვის – გამოსავალი ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა არის, რაც მიმართული იქნება შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისაკენ. პროფესორ ღომიძის აზრით, ამ მხრივ სწორედ სახელმწიფოს აქტივობაა მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული ახალი ტექნოლოგიების შემუშავებითა და დანერგვით რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გონიოსა დ კვარიათის ზღვისპირა ზოლის კატასროფული ეკოლოგიურ მდგომარეობა და იქ მინდინარე მასიური მშენებლობის დაუშვებლობა წარმოადგენდნენ გარემოს დაცვის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლების კახა ბახტაძესა და აჩიკო გუჩმანიძის მოხსენებების ერთ ერთ მთავარ საკითხებს. მათი აზრით მიმდინარე მშენებლობები არა მარტო ხელს უშლის რეგიონის მდგრად ეკოლოგიურ განვითრებას არამედ ეს ასევე ანადგურებს რეგიონის ლანდშაფთურ მიმზიველობას – რის შედეგიც სავსებით შესაძლებელია იყოს ტურისტების ნაკადის კლება. მით უფრო, რომ ამის გამოცდილება არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითიდან.

მათ გამოსვლებში ასევე ხაზი გაესვა ბათუმის ადმინისტრაციული საზვრების გაფართოების გეგმების შემუშავებისას რეგიონის ეკოლოგიური ლანდშაფთის მაქსიმალური დაცვის აუცილებლობას. Aაქ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ზღვისპირა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე მშენებლობების დაგეგმისას ეკოლოგიური საკითხების მაქსიმალურ გათვალისწინებაზე.

გამომსვლელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების მცირე დაინტერესებაზე ეკოლოგიური საკითხებით, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ მხრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელების აზრით  მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, რაც უპირობოდ გამოიწვევს საზოგადოების გააქტიურებას და რაც ახლო მომავალში აიძულებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს რეგიონის წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობა.

მათი აზრით, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ბათუმის საჯარო დისკუსიის ფორმატში ორგანიზებული ეს შეხვედრა სწორედ რომ ახალგაზრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებისაკენ გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები კავკასიის რეგიონში

კავკასიაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, მეტად მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.
მართალია, ატმოსფერული ჰაერტი გამოულევადი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო ცვლილებებს იწვევს.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების მთავარ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა. ჰაერის დაჭუჭყიანების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი იყო დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში, თუმცა XX საუკუნის მიწურულს მკვეთრად შემცირდა.
დიდ ქალაქებში განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ჰაერს სმოგი აბინძურებს.

სპეციალისტების გაანგარიშებით ქ. თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3 % ავტოტრანსპორტზე მოდის. ქ. ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს, ქ. რუსთავიდან კი ატმოსფეროში საშუელოდ 168700 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. თბილისში, ბაქოსა და ერევანში ხშირია სმოგი, რის გამოც ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია.

ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემბპებით გაიზარდა წყლის მოხმარება, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო წყლის დაჭუჭყიანებამაც, რაც მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი წყლის შერევითაა განპირობებული.
წყლის ობიექტებს საწარმოო ჩამდინარე წყლები, ქიმიური, მეტალურგიული მრეწველობიდან, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადიოაქტიური ელემენტები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქი და შხამქიმიკატები, ფეკალურ-საყოფაცხივრებო ჩამდინარე წყლები და სხვა მრავალი რამ აჭუჭყიანებს. დაჭუჭყიანების შედეგად წყალს ეცვლება გემო და სუნი, მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, იწამლება წყლის ორგანიზმები და ა.შ.

მდ. მტკვარის აუზი ხუთი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. მტკვარი და მისი მთავარი შენაკადი არაქსი 4-ჯერ კვეთენ სახელმწიფოთა საზღვრებს. მდ. მტკვრის აუზის ძირითადი დამბინძურებელია დაჭუჭყიანებული და არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლები. ისინი მდინარეში სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან ხვდება, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 8 მლნ. კაცს აჭარბებს. ყველაზე დაჭუჭყიანებული “ლაქები” მდ. მტკვარზე საქართველოში თბილისსა და რუსთავის მიდამოებშია, სომხეთში კი – ერევანის მიდამოებსა და მდ. დევედაზე. მდინარის წყლის დაჭუჭყიანების ხარისხი ნორმას 10-20 ჯერ და უფრო მეტად აღემატება.

ზღვების ნაპირების ნგრევისა და უკანდახევის პრობლემა დღეს თითქმის ყველა ზღვისპირა ქვეყანას აწუხებს. ეს მეტად არასასურველი პრობლემაა, რომელიც, ძირითადად ათასწლეულობით ჩამოყალიბებული პროცესის ადამიანის მიერ დარღვევების შედეგია. მაგალითად, შავი ზღვის სანაპიროს 315 კმ-იანმა მონაკვეთმა საუკუნეების განმავლოაში უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედების ყველა ფორმა განიცადა.
მდინარეების მიერ ზღვაში შემოტანილი ქვიშა და ხრეში ტალღების მიერ მუშავდება და ნაპირების გასწვრივ ნაწილდება. ასე ჩნდება ნაპირგასწვრივი ნაკადები, ე.წ პლაჟები. ტალღები ქვებს, ქვიშასა და ხრეშს მუდმივად გადაადგილებს, როგორც ნაპირის გასწვრივ, ისე მის გარდიგარდმო. მდინარეების მიერ ჩამოტანილი მყარი მასალის ( ნატანის ) შემცირება ნაპირების გადარეცხვა-დაშლას იწვევს. თუ პლაჟი მოისპო, ტალღები ნაპირების ნგრევას დაიწებენ და თანაც იმდენად ენერგიულად, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში ათობით მეტრი სიგანის ხმელეთი წარეცხოს ან რკინა-ბეტონოს ჯებირიც კი წააქციოს.
ხელოვნური პლაჟების შექმით ეს პროცესი მეტ ნაკლებად შეფერხდა, თუმცა შავზღვისპირეთის სანაპირო ზოლის შენარჩუნება დღესაც აქტუალური პრობლება და გადაუდებელი ამოცანაა.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ მახინჯაურს, ჩაქვსა და ქობულეთს საკმაოდ განიერი პლაჟები ჰქონდათ, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაქრა. XIX საუკუნის ბოლოს აშენებულმა ბათუმის პორტმა ნაპირგასწვრივი ნაკადი გადარეცხა და მდინარეულმა ნატანმა ჩრდილოეთით გადაადგილება შეწყვიტა. შედეგად კი ბათუმიდან ქობულეთის ჩათვლით სანაპიროებზე საპლაჟო მასალა გამოილია და ნაპირებმა ნგრევა დაიწყო.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება და მწყობრიდან გამოსული მიწების რეკულტივაცია. წიაღისეულის მოპოვების ადგილებში სამრეწველო ნარჩენები – ფუჭი ქანები გროვდება და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს.

ასევე სერიოზულ პრობლემას ქმნის ნაგავსაყრელები – ხმელეთის დანაგვიანების ერთერთი წყარო. ქ. ბაქოში ყოველწლიურად დაახლოებით 250-300 ათასი ტონა ნაგავი გროვდება, რომლის უტილიზაციის მიზნით აზერბაიჯანის დედაქალაქში 2012 წელს მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნის მშენებლობაა დაგეგმილი.

ამრიგად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემები საკმარისზე მეტია. ისინი დაუყოვნობლივ გადაწყვეტას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია მონიტორინგის ორგანიზაცია, რეგიონალური ეკოლოგიური პრობლემების დამუშავება და ერთობლივი გადაწყვეტა, კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემის შესწავლა, გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.